განათლების ექსპერტი: დისტანციური სწავლებისთვის ამ ეტაპზე მზად არ ვართ

განათლების ექსპერტი გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით საუბრობს.

მისი თქმით, ის ქვეყნები რომლებიც უკვე გადავიდნენ მსგავს სწავლებაზე, მათ ამის გამოცდილებაც ჰქონდათ, რადგან ისინი განათლების სისტემაში ისეთ მეთოდებს იყენებდნენ, რომელიც ისედაც არის დისტანციურს მიახლოებული.

“სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც თანდათან გადადიან დისტანციურ სწავლებაზე, საქართველოში ვითარება უფრო მძიმედ არის. ამ ქვეყნებში მთელი სისტემა იყო მზად დისტანციური სწავლებისთვის, რადგან იყენებდნენ ისეთ სწავლების მეთოდებს, რომლებიც ფაქტიურად დისტანციურ სწავლებასთან მიახლოებულია. ჩვენ ამ თვალსაზრისით გვაქვს ნაკლები გამოცდილება და რთული იქნება“, – განაცხდა შალვა ტაბატაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად