განათლების ექსპერტი: აბიტურიენტების დიდი ნაწილი დარჩა განათლების მიღმა

პანდემიის პირობებში განათლებაში არსებულ კრიზისულ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე “ფორმულას” ეთერში.

მისი თქმით, საჭიროა გარკვეული მოდელის შემუშავება.

“გარკვეულ მოდელსა და პრიორიტეტებზე უნდა ვიფიქროთ, მით უმეტეს როცა განათლების სისტემა კრიზისულ მდგომარეობაშია. აქ ორი პრობლემაა, რასაც უნდა ვუსპასუხოთ ცვლილებებით. პირველი ესაა, გავრცელების საშიშროება რაც უკავშირდება უშუალოდ ივლისში გამოცდის ჩატარებას და მეორე პრობლემაა განათლების საკითხი, ანუ უთანასწორობა რაც ამ კრიზისში შეიქმნა. აბიტურიენტების, მოსწავლეთა დიდი ნაწილი დარჩა განათლების მიღმა.”-ამბობს განათლების ექსპერტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად