განახლებულ სასწავლო წელს სილქნეტის მობილურ ქსელში ჩართული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ

სილქნეტი წლებია, კონსოლიდირებული სამთავრობო ტენდერის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ემსახურება სატელეკომუნიკაციო სერვისით. პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროსთან თანამშრომლობით, სილქნეტი თავის მომხმარებელს (საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს) სპეციალურ შეღავათიან ტარიფს შესთავაზებს – 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად.

შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, დღეიდან, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე ისარგებლებენ.

პროგრამით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS)  მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე mobile.emis.ge<http://mobile.emis.ge/>, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღითვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. „დისტანციური სწავლებისპაკეტი ხელმისაწვდომი იქნება ივნისის ბოლომდე.

სილქნეტი ათი წელია სასკოლო განათლების მხარდამჭერია. პროექტსაშინაო სკოლისფარგლებში ახორციელებს სწავლების უფასო  პროგრამას – 1-12 კლასის ვიდეო გაკვეთილების სახით. პროგრამა განთავსებულია პორტალზე www.silkschool.ge  , ასევე მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ SilkTV-ის ეთერის მეშვეობით მიიღონ ცოდნა. პლატფორმა უფასოდ ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის. განსაკუთრებით აქტუალური გახდასაშინაო სკოლაპანდემიის პირობებში. მისით სარგებლობა ყველას შეუძლია. მეტი სიმარტივისთვის, კომპანიამ გააუქმა რეგისტრაციის აუცილებლობა.

კომპანიამ პანდემიის განმავლობაში სხვადასხვა შეღავათიანი პაკეტი და მომსახურება შესთავაზა მომხმარებელს დისტანცირებული რეჟიმის ხელშესაწყობად. დღეისათვის, სილქნეტის უსწრაფესი გიგაბიტ LTE ინტერნეტით სარგებლობა მთელ საქართველოში არს შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად