განახლებულ რეიტინგში თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) მნიშვნელოვნადაა დაწინაურებული

იაპონიის სუმოს ფედერაციამ ნაგოა ბაშოს დაწყებამდე ორი კვირით ადრე ბანძუკე (რეიტინგი) განაახლა.

რეიტინგის სათავეში მონღოლი იოკოძუნები, კაკურიუ და ჰაკუჰო არიან, მათ შემდეგ მყოფი ოძეკები კი ასე განლაგდნენ : გოედო, ტაკაიასუ, ტაკაკეიშო და ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი). აღმოსავლეთის სეკივაკე იაპონელი მიტაკეუმი, ხოლო დასავლეთის კი მონღოლი ტამავაში იქნება. კომუსუბის რანგში იჭიდავებენ იაპონელები – აბი და რიუდენი.

მაკუჩი დივიზიონში მათთან ერთად მყოფი 32 მაეგაშირას სათავეში მაისის ბაშოზე ლევანთან წაგებულ შეხვედრაში გამარჯვებულად გამოცხადებული და შემდეგ იმპერატორის თასის მომგები ასანოიამა. მს მოსდევენ დასავლეთის N1 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი, აღმოსავლეთის N2 მაეგაშირა, ბულგარელი აოიამა, დასავლეთის N2 მაეგაშირა, იაპონელი ენდო, აღმოსავლეთის N3 მაეგაშირა შოდაი, დასავლეთის N3 მაეგაშირა დაიეისჰო და სხვები.

ელიტური, მაკუჩი დივიზიონის მომდევნო, ჯურიო დივიზიონში დასავლეთის ჯურიო N2 გახდა თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), რაც იმას ნიშნავს, რომ ნაგოია ბაშოზე წარმატებით (9 და მეტი მოგება) სპარეზობის შემთხვევაში გაგამარუ სექტემბერში ლევან გორგაძესთან ერთად იასპარეზებს.

ავტორი რაულ კაპანაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...