განახლებულ ორბელიანის მოედანზე ფესტივალი “დააგემოვნე თბილისის ქუჩებში” ჩატარდება

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ვიწყებთ ახალ პროექტს, ეს არის “დააგემოვნე თბილისის ქუჩებში” და გვინდა რომ თბილისელებისთვის და თბილისის სტუმრებისთვის 14-15 სექტემბერს, 12:00-დან 23:00 საათამდე, ორბელიანის განახლებულ მოედანზე ჩავატაროთ ეს ფესტივალი.

თბილისის მერიისა და კომპანია „სთოლის“ ორგანიზებით ჩატარდება ფესტივალი “დააგემოვნე თბილისის ქუჩებში”.

თბილისის მერიამ 2018 წელს დაიწყო პროექტების სერია სახელწოდებით “თბილისური ბაზარი”, რომელიც არის ერთგვარი პლატფორმა ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქციის პოპულარიზაციისათვის და ყოველ შაბათ-კვირას ტარდება. რომელის საკმაოდ წარმატებულად ტარდება.

ამჯერად კი, ჩვენ ვუერთდებით სწრაფი კვების ფესტივალების მსოფლიო ტრენდს და ამ მიმართულების და მთლიანად, ტურიზმის სფეროს ხელშეწყობის მიზნით პირველად, თბილისურ “სტრიტ ფუდ” მარკეტს ჩავატარებთ.

ბოლო პერიოდში, თბილისში მრავლად გაჩნდა ახალი, საინტერესო, სწრაფი კვების ობიექტი, რომელთა არსებობამაც ბიძგი მისცა პირველ, ნამდვილ, “სტრიტ ფუდ” ფესტივალის ჩატარებას.

“დააგემოვნე თბილისის ქუჩებში” ფესტივალის ფარგლებში მსურველებს მონო მენიუებით 2 დღის განმავლობაში გაუმასპინძლდებიან გამორჩეული სწრაფი კვების ობიექტები, მზარეულები და სხვა საკვები თუ სასმელი პროდუქტების მწარმოებლები.

ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სწრაფი კვების ობიექტებს, საკონდიტროებს, მეწარმეებს, ღვინისა და კრაფტ ლუდის მწარმოებლებს. მონაწილეობის მისაღებად უნდ ეწვიონ სპეციალურად ფესტივალისათვის შექმნილ ვებგვერდს და ფეისბუქის გვერდს, სადაც გაეცნობიან სრულყოფილ ინფორმაციას ფესტივალის შესახებ და გაივლიან რეგისტრაციას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...