განახლებულ კიკვიძის ბაღში 12 124 ძირი ხე-მცენარე დაირგო (ფოტორეპორტაჟი)

დღეს, განახლებული კიკვიძის ბაღი გაიხსნა!  ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 72 100 კვადრატული მეტრია, ჯამში, 12 124 ძირი ხე-მცენარე დაირგო.

რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკს შეუერთდა მიმდებარედ არსებული აუთვისებელი ტერიტორია, მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, წყალარინების, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

პარკის ტერიტორიაზე ასევე, განთავსდა შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე, ველო და სარბენი ბილიკები. ერისთავის ქუჩის მხრიდან კი, მოეწყო პარკში შესასვლელი პანდუსი. რეაბილიტირდა პარკში არსებული შენობები და შადრევანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად