გამსახურდია სააკაშვილზე: ბევრს ფიქრობდა ზვიადზე, შემდეგ კი, ბუბას, დევის და სხვა პუტჩისტებს საპარლამენტო სიაში სვამდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია მესამე პრეზიდენტს და ამჟამად პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.

გიორგი გამსახურდია სააკაშვილის ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “აქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია ზვიად გამსახურდიასთან”.

“ძალიან ბევრს ფიქრობდა ზვიადზე, შემდეგ კი, ბუბას, დევის და სხვა პუტჩისტებს საპარლამენტო სიაში სვამდა. ასევე ჟორიკა ჰყავდა და ჰყავს გმირად, ირინა სარიშვილთან ერთად. ეს არის ფარსი მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა,” – წერს გიორგი გამსახურდია  Twitter-ზე .

“90-იანი წლების შემდეგ, ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიად გამსახურდიაზე ხიბულაში, დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „მთავარ არხთან“ ინტერვიუში აცხადებს.

სააკაშვილის თქმით, საზღვრის დემონსტრაციულად გადმოკვეთა არ გარისკა, რადგან როგორც თავად ამბობს, ამ შემთხვევაში იქნებოდა გასროლა, აფეთქება და მერე ყველაფრის მათ დაბრალდებოდა.

„იმიტომ არ გავრისკე, რომ ამ სცენარში ძალიან ადვილი იქნებოდა გასროლა, აფეთქება, ჟლეტა და მერე ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. 90-იანი წლების შემდეგ, მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში. დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი აი ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს.

ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი. ჩამოვედი იმიტომ, რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არის კრიტიკული წერტილი ჩვენი ისტორიის“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები
იტვირთება...