გამსახურდია: ლავროვი თბილისში იყო ჩამოსული 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე

გერმანიაში ახლადდანიშნული საქართველოს დესპანი, კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოში ჩამოსული იყო მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე და სიმართლეს არ შეეფერება ინფორმაცია, თითქოს, ის თბილისში 2004 წლის შემდეგ თბილისში არ ყოფილა.

ამის შესახებ კონსტანტინე გამსხურდია სოციალურ ქსელში წერს:

“არ არის მართალი, თითქოს სერგეი ლავროვი თბილისში 2004 წლის შემდეგ არ ყოფილა. ის ჩამოსული იყო 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე და მაშინდელი ოპოზიცია მას შევხვდით თბილისი-მარიოტში, იპოდრომის მიტინგის შემდეგ. აღნიშნულ შეხვედრას ამ სტრიქონების ავტორის გარდა ესწრებოდნენ ლევან გაჩეჩილაძე, დავით გამყრელიძე, სალომე ზურაბიშვილი, ნესტან კირთაძე და კახა შარტავა. მახსოვს, როგორ აღთქმასავით დადო, ჩვენ არ ვაპირებთ აფხაზეთის და ცხინვალის ცნობასო”-წერს კონსტანტინე გამსახურდია.

ცნობისათვის: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დელეგაციასთან ერთად, შესაძლოა, საქართველოს ეწვიოს ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში. საქართველო,  როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას 2020 წლის 14-15 მაისს უმასპინძლებს.

მინისტრთა კომიტეტი შედგება ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან ან სტრასბურგში მათი მუდმივი წარმომადგენლებისგან.

2019 წელს გამართულ შეხვედრას ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ესწრებოდა სერგეი ლავროვი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არც უარყოფს და არც ადასტურებს ლავროვის  შესაძლო ვიზიტს, თუმცა, ცნობილია, რომ მას არაერთხელ აქვს დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად