გამყრელიძე: ქვეყანაში წელს შედარებით მშვიდად მიმდინარეობს გრიპის სეზონი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და კორონა ვირუსის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.

მან დიდი დაწესებულებებისა და ასევე მედიკოსების მიმართებით კონკრეტული მოწოდებები გააჟღერა და მათ შორის იყო სასწავლო დაწესებულებები.

„განსაკუთრებით მინდა მივმართო სკოლების ხელმძღვანელებს და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, სკოლებს, ბაგა-ბაღებს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ ამ პერიოდში, რომც არ იყოს საშიშროება კორონა ვირუსული ინფექციის, გრიპის სეზონია ქვეყანაში და გრიპისგან, რესპირატორული ინფექციებისგან თავის დაცვის ყველაზე კარგი საშუალება არის სწორი ჰიგიენური პირობების დაცვა. ამიტომ მივეჩვიოთ ამას. როგორც თანდათან შემოვიდა ქვეყანაში კულტურა და იზრდება მოთხოვნა გრიპის საწინააღმდეგო აცრებზე, და იცით, რომ წელს ჩვენ შარშანდელთან შედარებით სამჯერ მეტი ადამიანი ავცერით და ამიტომ ამის დამსახურებაც არის გარკვეულწილად ის, რომ ქვეყანაში წელს შედარებით მშვიდად მიმდინარეობს გრიპის სეზონი.”,-ამბობს გამყრელიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად