გამყრელიძე: Covid19-ით გარდაცვლილი ქალი, ვირუსით სარიტუალო სუფრაზე და რელიგიურ დღესასწაულზე დაინფიცირდა

ამის შესახებ, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, ეს პაციენტი მიეკუთვნება და  კლასიფიკაციაში მოხსენიებულია როგორც ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის კლასტერი.

” ეს ის კლასტერია, სადაც ჩვენ გვაქვს ხუთი დადასტურებული შემთხვევა. ეს ქალბატონი არის კონტაქტირებული იმ ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ რუსეთ-აზერბაიჯანიდან საქართველოში და ამ სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე გახდნენ.

ასევე, შემდგომ რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობდა ამ პერიოდში. აქედან ერთ-ერთმა გადასდო სწორედ ამ ქალბატონს. რომელიც არის ნათესავი პირველი ინფიცირებული. ანუ ამ შემთხვევაში ჯაჭვი ინფექციის განვითარებისთვის სრულად ცნობილია” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა კომენტარს გააკეთებდა ის თენგიზ ცერცვაძის განცხადებაზე, რომ ორი კვირის აღჭურვილობა იყო დარჩენილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა: მე არ მომისმენია ბატონი თენგიზისთვის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მარაგები ყოველ კვირას ივსება, დაავადებათ კონტროლის ცენტრს ამ ეტაპზე მარაგები გვაქვს.

სიკვდილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა იტალია, შემდეგ მოდის ესპანეთი და შემდეგ საფრანგეთი. საქართველოში, ჩვენ დღევანდელი მონაცემებით, გვაქვს ინფიცირების 157 დადასტურებული შემთხვევა” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და თანმხლები დაავადებები ჰქონდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი მარნეული-ბოლნისის კლასტერს განეკუთვნებოდა.

თქვენ იცით, 31 მარტს ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში კრიტიკული პაციენტი, 79 წლის, რომელთანაც დადასტურებული იყო კოვიდ ინფექცია.

ასევე მინდა გითხრათ ამ პაციენტის შესახებ, რომ ანამნეზში იყო ბოლო 6 თვის განმავლობაშია მკვეთრი წონის დეფიციტი, ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად, გამოვლინდა ორმხრივი პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით. ამ კვლევების შემდეგ, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებული იქნა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, მაგრამ ჩატარებული ღონისძიებები ამ ეტაპზე აღმოჩნდა უეფექტო. მისი სომატური პათოლოგიებიდან გამომდინარე დღეს დილით 9 საათზე, სამწუხაროდ, დაფიქსირდა ლეტალობა,“- განაცხადა რატიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად