გამყრელიძე: “ზოგი ჭირი მარგებელიაო”, კარგად ვისწავლეთ ხელების დაბანა და დამუშავება

„ზოგი ჭირი მარგებელიაო“, კარგად ვისწავლეთ ხელების დაბანა და დამუშავება , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„კარგია, რომ ჩვენ ყველამ ერთად უფრო მეტი ყურადღება გავამახვილეთ პირად და საზოგადოების ჰიგიენაზე. ეს მარტო კორონავირუსს კი არ აგვაცილებს, პრევენციას გააკეთებს ძალიან ბევრი სხვა ინფექციური დაავადებებისას, გრიპის სეზონზე და სხვა დროსაც. „ზოგი ჭირი მარგებელიაო“, კარგად ვისწავლეთ ხელების დაბანა და ხელების დამუშავება. ქალბატონი ხათუნა სულ მასწავლიდა ამას, ჩვენთან დაავადებათა კონტროლის ცენტრში, პირველ რიგში და ახლა, ნახეთ აქ, როგორ არის მოწყობილი და როგორ ვიცავთ“, – განაცხადა გამყრელიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად