გამყრელიძე: ვთხოვ ახალგაზრდებს STOP COVID აპლიკაცია უფრო აქტიურად გამოიყენონ

ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინფზე განაცხადა

” დარწმუნებული ვარ აპლიკაციას უფრო აქტიურად გამოიყენებს ახალგაზრდა თაობა. ძალიან კარგია. მინდა მივმართო ახალგაზრდა თაობას. ჩვენგან განსხვავებით პირველ ეტაპზე ინფექციის გავრცელების, მეტი კონცენტრაციის იყო შედარებით ახალგაზრდა თაობაში 20-40 წლამდე მოსახლეობაში. ვინც აქტიურად მოგზაურობდა და შემოიტანა ეს ინფექცია ქვეყანაში.

ისინი ძალიან კარგად არიან გათვითცნობიერებულები სოციალურ ქსელში და ასე შემდეგ. მათ ეს ინფექცია გადასდეს მშობლებს ბებიაბაბუებს, ჩემი თაობისთვის არის საფრთხილო უფრო მეტად.

ამიტომ, ვთოხვ ახალგაზრდა თაობას, მეტად მოეკიდონ ამ ინფექციას. იგივე გამოიყენონ ეს აპლიკაცია უფრო აქტიურად, რომ მშობლებს ბებიას და ბაბუას ნაკლებად გადასდონ ინფექცია”-ამბობს ამირან გამყრელიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად