გამყრელიძე: ვისგანაც კორონავირუსი გადამედო მას სტრესი ჰქონდა, აღიქვამდა რომ ეს მის გამო მოხდა, ის ისევ დადებითია

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის შვილმა ნიკოლოზ გამყრელიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ვისგანაც კორონავირუსი გადამედო ცალსახად მძიმედ განიცდიდა, ეგ შემიძლია დაგიდასტუროთ. ვინაიდან ექიმებმა ისაუბრეს მასზე დღეს დილით, ამიტომ მეც შემიძლია ვისაუბრო მის შესახებ. მას აღარ აქვს არანაირი სიმპტომები, მაგრამ PCR ტესტზე ამოდის სუსტად დადებითი პასუხი. მას ჰქონდა დიდი სტრესი, აღიქვამდა, რომ ეს მის გამო მოხდა”, – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად