გამყრელიძე: ვაშაძე ნიჭიერი პოლიტიკოსია, მაგრამ რაც მისი საქმე არაა, იმაში “ჭკუას ნუ გვასწავლის”

” რაც მისი საქმე არ არის, იმაში მოდი რა “ჭკუას ნუ გვასწავლის”-ამის შესახებ, დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “დღის ამბებში” საუბრისას განაცხადა.

” არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ბატონი, გიორგი ვაშაძე ნიჭიერი პოლიტიკოსია, მომწონს ხანდახან მისი გამოსვლები, რიტორიკა, კარგად მსჯელობს, მაგრამ, ბოდიში და რაც მისი საქმე არ არის, იმაში მოდი რა “ჭკუას ნუ გვასწავლის”.

სწრაფი ტესტები ახლა ხდება მსოფლიოსთვის უფრო ხელმისაწვდომი. ტესტი კორონავირუსზე აშშ-ში ინიშნება ექიმის დანიშნულებით, რეცეპტით არის ეს ტესტი. პრეზიდენტ ტრამპი 48 საათი ელოდა , ჩვენ თუ 6 საათში არ ვიძლევით პასუხს ერთი ამბავია სოციალურ ქსელში ატეხილი. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, პაპზე მეტი კათოლიკები ნუ ვიქნებით! მე ვიცით რომ სამინისტროს ტესტები შეკვეთილი აქვს, სამთავროობო დონეზე მიდის მოლაპარაკება “-ამბობს გამყრელიძე.

ცნობისთვის, ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტი აქვს. სწორედ ამ ტესტების დროულად ჩამოტანისკენ მოუწოდებდა ის საქართველოს მთავრობას, დაავადებათა კონტროლის ცენტრს კი ტესტების შემომტან ორგანიზაციებთან დაკავშირებას სთავაზობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად