გამყრელიძე: უნდა მოვემზადოთ შემოდგომა-ზამთრისთვის, არაა გამორიცხული covid19 დაბრუნდეს

ამის შესახებ ჯანმრთელობის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში” განაცხადა.

ეპიდემიოლოგების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ზაფხული შეიძლება ამ დაავადებამ შეღავათი მოგცეს. მაგრამ, ზაფხულში ქვეყნებმა არ უნდა იფიქრონ რომ ყველაფერი მინელდა. ჩვენ არ გვაქვს დამშვიდები უფლება. ჩვენ ყველა უნდა მოვემზადოთ შემოდგომა -ზამთრისთვის. რადგან არ არის გამორიცხული გვიან შემოდგომაზე და ზამთარში დაბრუნდეს, როგორც ნებისმიერი რესპირაციული ინფექცია.
მარტო ვაქცინით არ უნდა ვუყოთ მზად, სისტემა უნდა იყოს მზად. თუ ვაქცინა მანამდე შეიქმნება კარგია მაგრამ, ვაქცინა ვერ შეიქმნება შემოდგომაზე იმ რაოდენობით, რომ მთელი მსოფლიოს მოსახლეობას ეყოს, ამას დრო სჭირდება” – განაცხდა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად