გამყრელიძე: წითელა არის ვაქცინებით მართვადი დაავადება,მისი შეჩერების სხვა საშუალება არ არსებობს

“წითელა არის ვაქცინებით მართვადი დაავადება, სხვა საშუალება წითელას შეჩერების არ არსებობს”,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ წითელას ვირუსის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“წითელა არის ვაქცინებით მართვადი დაავადება, სხვა საშუალება წითელას შეჩერების არ არსებობს. ანუ იმ შემთხვევაში თუ არა ხართ აცრილი ან არ გახსოვსთ აცრილი ხართ თუ არა, მოზდილ ადამიანებზე ვსაუბრობ, აუცილებელია მიმართოთ პოლიკლინიკებს და 1 აცრა გაიკეთოთ.ნებისმიერ ასაკში ამას აფინანსებს სახელმწიფო.

ჩვენთან ეროვნული კალენდრით ბავშვი იცრება, ორჯერ, 1 წლის და 5 წლის. თუ რომელიმე აცრა ბაშვს აქვს გამოტოვებული, აუცილებელია ბავშვი მიიიყვანონ პოლიკლინიკაში და აცრან. ორჯერადი აცრა უკვე ბავშვს მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცავს დაახლლოებით 98% შემშხვევებში წითელა არ განუვითარდეს.”,-განაცხადა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად