გამყრელიძე: წელს არ გვინდა ბანკეტები, ხო? მომავალ წელს, როდესაც დამარცხდება კორონა, ორმაგად აღვნიშნოთ!

წელს არ გვინდა ბანკეტები ხო? მომავალ წელს, როდესაც დამარცხდება კორონა, ორმაგად აღვნიშნოთ”- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცა და ბოლო ზარზე ისაუბრა, რაც ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე არ ჩატარდა:

” მგონი მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საჭესთან მჯდომი ადამიანი სიგნალით ულოცავდა მათ 13:30 საათზე ამ დღეს. დღეს ვერ მოისმინეს სკოლაში მათი სკოლის ზარების გუგუნი, მაგრამ, მათ გვერდით იდგა მთელი საქართველო, გილოცავთ, ახალგაზრდებო. ღმერთმა სულ წარმატებულ გზაზე გატაროთ”-განაცხადა ზახაშვილმა.

ამირან გამყრელიძემ კი აბიტურიენტებს მიმართა:

” წელს არ გვინდა ბანკეტები ხო? მომავალ წელს, როდესაც დამარცხდება კორონა, ორმაგად აღვნიშნოთ”-ამბობს გამყრელიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად