გამყრელიძე: ტრამპი 48 საათი ელოდა ტესტის პასუხს, ჩვენ 6 საათში თუ არ გვაქვს სოციალურ ქსელში ერთი ამბავია!

” ამიტომ, ძალიან გთხოვთ, პაპზე მეტი კათოლიკები ნუ ვიქნებით!”- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმ, ამირან გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

” სწრაფი ტესტები ახლა ხდება მსოფლიოსთვის უფრო ხელმისაწვდომი. ტესტი კორონავირუსზე აშშ-ში ინიშნება ექიმის დანიშნულებით, რეცეპტით არის ეს ტესტი. პრეზიდენტ ტრამპი 48 საათი ელოდა , ჩვენ თუ 6 საათში არ ვიძლევით პასუხს ერთი ამბავია სოციალურ ქსელში ატეხილი. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, პაპზე მეტი კათოლიკები ნუ ვიქნებით! მე ვიცით რომ სამინისტროს ტესტები შეკვეთილი აქვს, სამთავროობო დონეზე მიდის მოლაპარაკება “-ამბობს გამყრელიძე.

ცნობისთვის, ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტი აქვს. სწორედ ამ ტესტების დროულად ჩამოტანისკენ მოუწოდებდა ის საქართველოს მთავრობას, დაავადებათა კონტროლის ცენტრს კი ტესტების შემომტან ორგანიზაციებთან დაკავშირებას სთავაზობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად