გამყრელიძე: თანამშრომელს არც ჩავხუტებივარ და გადამიკოცნია, ჩემთან ერთად იჯდა მაგიდასთან და მაინც გადამედო

” ძალიან მარტივად გადამდებია ეს ვირუსი”-ამის შესახებ ამირან გამყრელიძის შვილმა, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის” მმართველი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისიგანცხადებით, კორონავირუსი ახალგაზრდა და ჯანმრთელი ორგანიზმებისთვის ნაკლებად საშიშია, თუმცა შეიძლება სავალალო იყოს ასაკში მყოფებისთვის ან ახალგაზრდებისთვისაც, თუ მათ ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ.

„კორონავირუსი ნაკლებად საშიშია ახალგაზრდა და შედარებით ჯანმრთელი ორგანიზმებისთვის, მაგრამ ის ძალიან გადამდებია. წარმოიდგინეთ, მე ჩემს თანამშრომელს არც ჩავხუტებივარ, არც გადამიკოცნია და არაფერი. ის დღეები სანიტაიზერი ყოველთვის მაგიდაზე მედო და ყველა შეხვედრის მერე ხელებს ვიმუშავებდი. ის თანამშრომელი უბრალოდ ჩემთან ერთად იჯდა მაგიდასთან და მაინც გადამედო. ანუ ძალიან მარტივად გადამდებია ეს ვირუსი. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. შეიძლება სავალალო იყოს ასაკში მყოფი ადამიანებისთვის ან ჩემი ასაკის ადამიანებისთვისაც, თუ მათ აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები, მაგალითად დიაბეტი, ბრონქიალური ასთმა,“ – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად