გამყრელიძე: შესაძლებელია, უკვე შემოდგომაზე იყოს ახალი მედიკამენტები, რომლებიც სწორედ ამ შტამზე პირდაპირ იმოქმედებენ 

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

“მოგეხსენებათ, თანამედროვე ბიოტექნოლოგიები როგორ არის განვითარებული. დიდი ალბათობით გვექნება ახალი მედიკამენტები, რომლებიც სწორედ კორონავირუსის ამ შტამზე პირდაპირ იმოქმედებენ. დიდი ალბათობით, წლის ბოლოსთვის, ალბათ, იქნება ვაქცინა. ახლა იმდენად ინტენსიურად დაიწყო ვთქვათ, ბრიტანეთმა, გერმანიამ, აშშ-ის რამდენიმე ცენტრმა, გამოცდები პირდაპირ ადამიანებზე, ანუ კლინიკრი კვლევები, რომ შესაძლებელია, უკვე შემოდგომაზე იყოს ვაქცინა. ამიტომ, ე.წ. გაწელვის ფაქტორი და მთავარი იარაღი -სოციალური დისტანცირება იმიტომ არის საჭირო, რომ მედიცინამ მოუსწროს და შეიქმნას ვაქცინა, რომელიც შექმნის პოპულაციურ, ანუ საზოგადოებრივ იმუნიტეტს”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად