გამყრელიძე: შესაძლებელია შემოდგომაზე, ზამთარში წითელამ იფეთქოს, გადაამოწმეთ ბავშვის აცრის კალენდარი

მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმამდეა დასული წითელას შემთხვევების რაოდენობა, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხად

” ე.წ. იმუნური ფენა მაინც დაბალი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ წელს დამატებით 150 000 ავცერით. შესაძლებელია შემოდგომაზე, ზამთარში კიდევ იფეთქოს წითელამ. შევახსენოთ მოსახლეოაბს, გადამოწმონ თითოებული ბავშვის აცრის სკალენდარი.

ჩვენი კალენდრის მიხედვით, ბავშვი იცრება ორჯერ -1 და 5 წლის ასაკში. თუ სკოლაში შემსვლელი ბავშვი 2-ჯერ არ არის აცრილი, ვთხოვთ მის მშობელს, თუ რა თქმა უნდა, აბსოლუტური წინააღმდეგი ჩვენება აცრისა არ არის, აუცილებლად ბავშვი მიიყვანონ პოლიკლინიკაში და აცრან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...