გამყრელიძე: შემიძლია ვთქვა და თითები გადავაჯვარედინო რომ არ ვართ ფართო მასშტაბიანი გავრცელების არეალში

ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, იმედის ეთერში განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სახელმწიფომ პრევენციული ზომები დროულად მიიღო, ამიტომ დღეს სხვა ქვეყნებთან შედარებით დადებითი სტატისტიკა ფიქსირდება.

„შემიძლია, ვთქვა და თან თითებს გადავაჯვარედინებ, რომ ჯერჯერობით არ ვართ ფართომასშტაბიანი გავრცელების არეალში, მსგავსად ბევრი ევროპული ქვეყნის და ასევე, არ დავასახელებ, ჩვენს მეზობლებს, სადაც უკვე ასობით და ათასობით შემთხვევა არის. ამიტომ ვამბობ, რომ ღონისძიებები სერიოზული გატარდა ქვეყანაში, მაგრამ, მოგეხსენებათ, საკმარის არასოდეს არაფერია, ამიტომ კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს და მთავარი ღონისძიება ეს არის სოციალური დისტანცირება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად