გამყრელიძე: სასურველია, თუ 2-3 კვირა სწავლა-განათლება გადავა ონლაინ რეჟიმზე

“უნივერსიტეტები შესაძლოა გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე ამ პერიოდში”-დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სკოლებს სწავლის შეწყვეტის ნაცვლად ონლაინგაკვეთილების ჩატარებას ურჩევს.

სასურველია, რომ თუ შესაძლებელია ეს ორი თუ სამი კვირა სწავლა-განათლება, ნუ შევწყვეტთ და გადავიდეთ ონლაინ რეჟიმზე.

დღეს სამი დიდი კონფერენციის მესვეურებმა მკითხეს, პირად მეილზე რა უნდა ექნათ. მე მივეცი რეკომენდაცია რომ სასურველია, მათი გადასაწყვეტია რა ზომის არის, რამდენი ადამიანი იკრიბება, საიდან ჩამოდიან რისკიდან გამომდინარე, ჩატარდება კონფერენცია.

სწავლას რაც შეეხება, სასურველია, რომ იქ, სადაც ტექნიკური რესურსი არსებობს, უნივერსიტეტები გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე. სკოლებში ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ მაღალ კლასებში ალბათ შესაძლებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად