გამყრელიძე: საქართველოში კორონა ვირუსის 12 დადასტურებული შემთხვევიდან 10 იტალიას, ხოლო 2 ირანს უკავშირდება

საქართველოში კორნა ვირუსით დაინფიცირების 12 შემთხვევა დადასტურდა, – აქედან 1ო შემთხვევა დაკავშირებული იტალიასთან – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სულ 30 იანვრიდან მოყოლებული ჩვენთან იყო 319 შესაძლო შემთხვევა. რომელიც ექვემდებარებოდა შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას.
დღევანდელი მონაცემებით , დადასტურებულია კორონა ვირუსული ინფექციის 12 შემთხვევა.
გუშინ ლუგარი სახელობის ლაბორატორიაში გამოკვლეული იყო 39 შემთხვევა, აქედან 3 შემთხვევაში გახდა დადებითი.

ყველა შემთხვევა საქართველოში, უმრავლესობა ამ 12 შემთხვევიდან დაკავშირებულია იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტთან. ხოლო 2 დაკავშირებულია ირანთან მოგზაურობის ისტორიასთან.

სულ იტალიურ კლა სტერთან დაკავშირებით 76 ადამიანია შესწავლილ, ასევე მიმდინარეობა 50-ს შესწავლა“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები
იტვირთება...