გამყრელიძე: საქართველოს მოსახლეობას ვთხოვ, ვიყოთ სოლიდარულები! როგორ შეიძლება გაპროტესტება?!

” დაახლოებით 150 ადამიანი ჩამოვიდა დღეს იტალიიდან ქართული ავიახაზებით, რადგან ფრენები შეჩერდა იტალიასთან. ყველა მათგანს ჩაუტარდა დადგენილი პროცედურა და მათთვის მიწოდებული გახლდათ ყველა ინფორმაცია – ამის შესახებ ამ წუთებში გააკეთა კომენტარი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

“არ ყოფილა არანაირი კონფლქიტური სიტუაცია, თვითშეგნება საკმაოდ მაღალ დონეზე იყო, მათ იცოდნენ, რომ უნდა გაევლოთ კარანტინი. სიცხე დაუფიქსირდა 7 ადამიანს, რომლებიც გადაყვანილები არიან თბილისის ჰოსპიტლებში, ხოლო დანარჩენები საკარანტინო ზონებში საკმაოდ კომფორტულ პირობებში, რასაც უზრუნველყოფს ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის დეპარტამენტი.

საქართველოს მოსახლეობას მინდა ვთხოვო: დაგვიჭირეთ მხარი, ვიყოთ სოლიდარულები! როგორ შეიძლება გაპროტესტება? სადაც ეს ხალხია მოთავსებული, იქ ყველა პირობა დაცულია. მოსახლეობისთვის ეს არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენენ. ეს დაავადება არ გადადის ჰაერით, არ გადადის 100 და 200 მეტრზე!” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები
იტვირთება...