გამყრელიძე: ქვეყანაში რეალური საშიშროებაა! შესაძლოა ეს გადავიდეს ისეთ უმართავ პროცესებში, როგორიც იტალიაში!

“ვართ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე, ქვეყანაში განგაშის ნიშანია” – განაცხადა დაავადებათ კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გაყრელიძემ.

ეს ოთხი კვირა ემთხვევა ყველაზე დიდ დღესასწაულს ქვეყანაში, იცით რაზე ვსაუბრობთ ხო? ამიტომ, მიუხედავად “ყველაფრისა, მიჭირს ამის თქმა მე ახლა მოსახლეობისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, მათი სიცოცხლე, მიუხედავად ყველაფრისა, უნდა დავემორჩილოთ მოწოდებებს და მივყვეთ აუცილებლად რეკომენდაციებს.

თუ არადა, მომავალი ოთხი კვირის განმავლობაში დიდი საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების, მე ვუყურებ, რომ მოეშვა ცოტა მოსახლეობა, ისევ არის ქუჩებში სიარული, ისევ არის თვაშეყრა! ვართ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე და შესაძლოა ეს გადავიდეს ისეთ უმართავ პროცესებში, როგორიც გახდა იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და ხედავთ, რა ხდება ხომ იქ და კიდევ მრავალ ევროპულ ქვეყანაში, რომლებიც არიან გაცილებით ძლიერები ეკონომიკის და ჯანდაცვის სისტემის თვალსაზრისით, ვიდრე საქართველო.

რეალური საშიშროება ქვეყანაში არის, ამიტომ, გთხოვთ ყველას ერთად, დავიცვათ ის რეჟიმი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო, სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე უფრო მძაფრი იარაღი ეპიდემიებთან ბრძოლის. უნდა გავიჭირვოთ, სულ მინიმუმ ორი თვე მაინც, რომ ვიყოთ სახლებში, განსაკუთრებით ხანდაზმულები, ქრონიკური დაავადებების მქონე ავადმყოფები!” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დადგენილი არ არის სამი შემთხვევის პირველწყარო.

ამ სამიდან ერთში დიდი იმედი გვაქვს, რომ გასული ვართ და დავადგენთ, ისიც უკვე იზოლირებულია და შესაბამისად გამოკვლეული, მაგრამ ორი შემთხვევის ნამდვილად არ ვიცით და დიდი ალბათობით ვერც დავადგენთ. ამ ორ შემთხვევაში უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი. არის ეს ხალხი ქვეყანაში, სადაც უკვე არის ნიშანი და არის განგაშის ნიშანი შიდა გადაცემისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში და ის უკვე სხვა ასნებოვნებს, სხვას გადასდებს, თვითონ ეს ფაქტია საყურადღებო და საგანგაშო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად