გამყრელიძე: პიკში შევალთ აპრილის ბოლო, მაისის დასაწყისში

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით ეპიდვითარება ქვეყანაში უარესდება.

“ეპიდვითარება ქვეყანაში თანდათან უარესდება, რასაც ხაზს ვუსვამთ ხოლმე, დაახლოებით ის პროცესები მიდის, რაც მიდიოდა ოქტომბრის პირველ ნახევარში და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რასაც ვიძლევით, თუ არა ეპიდსიტუაცია პირდაპირ გეტყვით, რომ გაუარესდება და ჩვენ სადღაც პიკში შევალთ აპრილის ბოლო, მაისის დასაწყისში.

ახლა შევდივართ თბილ პერიოდში ამინდების მიხედვით და ამიტომ მგონია, რომ ისეთი არ უნდა იყოს, როგორც მეორე ტალღა იყო,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...