გამყრელიძე: ოჯახის ექიმები მოგცემენ მიმართულებას, რა დროს უნდა იქნეს აღებული სინჯი კორონავირუსზე

ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძემ გადაცემა “ახალ კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა.

“რაც მთავარია, თუ იგრძნობთ პირველივე სიმპტომებს ხველის, ტემპერატურის, სუნთქვის გაძნელების, იმ წუთში ურეკავთ თქვენს ოჯახის ექიმს. არ არის აუცილებელი მისვლა. ოჯახის ექიმების ტრენინგი უკვე მიმდინარეობს. ისინი მოგცემენ მიმართულებას, რა დროს მიბრძანდეთ, თუ საჭიროა საავდმყოფოში, რა დროს, რა პერიოდი დარჩეთ თვითიზოლაციაში, რა დროს უნდა იქნეს აღებული სინჯი კორონავირუსზე და ასე შემდეგ. ისინი მიჰყვებიან ამ პროტოკოლს, ამიტომ უნდა გვქონდეს ექიმებთანაც და სამედიცინო პერსონალთან დისტანციური ურთიერთობა. ანუ რომ მოვხაზოთ მთავარი და რომ შევაჯამოთ, მთავარი გახლავთ სწორედ ამ რეკომენდაციების დაცვა და, რა თქმა უნდა, პირადი და ზოგადი ჰიგიენა – ბევრჯერ ხელების დაბანა დღის განმავლობაში, რომ შემოვდავართ დაწესებულებებში, კარგია, რომ დგას სანიტარიზერები იგივე მოლებში, ხელების სპირტიანი ხსნარით ხშირად დამუშავება და ისევ და ისევ და ჩვენი დღევანდელი სლოგანი არის – დარჩით სახლში” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად