გამყრელიძე მოსახლეობას: სააღდგომო წირვა-ლოცვაში დისტანციურად, ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელძემ “ფეისბუქ” პრესკონფერნციაზე განაცხადა,

„ჩვენ დღეს ქვეყნაში გვაქვს საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ ვარ სამართლებრივი სახელმწიფო. საგანგებო მდგომარეობის თანახმად აკრძალულია ბევრი ადამიანის ერთად შეკრება. რადგან ამ ინფექციასთან ბრძოლის ყველაზე მძლავრი იარაღი გახლავთ სოციალური დისტანცირება
ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ , რომ ადამიანის ჯანმრთელობა გახლავთ ყველაზე დიდი ფუნდამენტური უფლება ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე.
ამაზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა მე რეკომენდაციას ვერ მივცემ და ვერ ვიტყვი რომ ჩვენ კანონის საწინააღმდეგოდ ვიმოქმედოთ.
დღეს კანონი გვეუბნება, რომ ის ერთია მორწმუნესთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის. ჩვე არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს გარკვეულ დისტანციებზე მყოფი სამ ადამიანზე მეტი.
ჩემი რჩევა იქნება მოსახლეობისადმი. გამომდინარე დიდი საშიშროებიდან რაც არსებობს ეპიდემიის ფართო მასშტაბის მიღებისა ჩვენ ქვეყანაში, როგორიც არის დღეს ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში – 209 ქვეყანაში, თავი შევიკავოთ წელს რამდენადაც მაქსიმალურად შეგვიძლია დავრჩეთ სახლში. და რაც მთავარია მივცეთ საშუალება ჩვენ მღვდელმთავრებს… დისტანციურად, ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში.
ეს არის ჩემი რეკომენდაცია. ჩვენ დავიცვათ მათი ჯანმრთელობა, ჩვენი და ჩვენს ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობა.
რაც ნაკლები ადამიანები შეიკრიბებიან, მით დიდია შანსი იმისა, რომ ჩვენ არ შევიდეთ ფართო მასშტაბიან ეპიდემიაში და ამით თავიდან ავიცილოთ მოსახლები მეტი ავადობა და გარდაცვალება“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად