გამყრელიძე: მიმდინარეობს მუშაობა, რომ ტესტირების სამიზნე ჯგუფებს დაემატოს ტრაილერის მძღოლები

ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ აუცილებელი ტესტირების ე.წ. სამიზნე ჯგუფებს დაემატოს ტრაილერის მძღოლები. ამაზე ვმუშაობთ, უკვე ლოჯისტიკური სქემა ლაგდება. დღესაც მიმდინარეობდა მუშაობა შესაბამის სტრუქტურებთან, ეს არის საბაჟოსა და საავტომობილო გადაზიდვების შესაბამისი სამსახურები. საუბარია არა ტრანზიტულ, არამედ იმ მძღოლებზე, რომლებიც საქართველოში რჩებიან. ამ მძღოლების ტესტირება იქნება ასევე ხელმისაწვდომი, რაც დღეში დაახლოებით არის 250-დან 300-მდე ადამიანი” – განაცხადა ამირან გამყრელიძე

გამყრელიძის თქმით, ტრაილერის მძროლების ტესტირება საჭიროა, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ რისკი, რადგან ჩვენს ირგვლივ ქვეყნებში, რომლებთანაც ჩვენ სახმელეთო საზღვარი გვაქვს, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი, სიტუაცია არასახარბიელოა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად