გამყრელიძე: მეხუთე ტალღა იმაზე მაღალი ნიშნულიდან დაიწყო, ვიდრე ველოდით

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცეტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა:

„ქვეყანაში ე.წ. მეხუთე ტალღა დაწყებულია. რაც მთავარია, ის დაიწყო უფრო მაღალი ნიშნულიდან, ვიდრე მოსალოდნელი იყო. სამწუხაროდ, საკმაოდ რთული ეპიდსიტუაცია ყალიბდება. მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა აჭარბებს 4 000-ს. გაზრდილია ინციდენტობის, დადებითობის მაჩვენებელი, ასევე ძალიან საყურადღებოა, რომ პერიოდულად არის მომატებული რეპროდუქციის ინდექსი, რაც მიანიშნებს იმას, რომ ინფექცია სწრაფად და ადვილად ვრცელდება. სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები
იტვირთება...