გამყრელიძე: მე და პაატა იმნაძე რჩევებს ხათუნა ზახაშვილისგან ვიღებთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, “ტვ პირველთან” საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილია. გამყრელიძის თქმით, ის და პაატა იმნაძე სწორედ ზახაშილისგან იღებენ რჩევებს.

“მთავარი ეპიდემიოლოგი არის ქალბატონი, რომელიც არ ჩანს ხოლმე ხშირად და გამოაჩინეთ… ეს არის ხათუნა ზახაშვილი.

თქვით, რომ ბევრ რჩევას ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე იღებენ ხათუნასგან. დილას რომ მოვდივარ ხათუნას ვეკითხები, რა უნდა გავაკეთოთ ერთად. უზარმაზარი დამსახურებაა ამ ქალბატონის, ის არის მთავარი ეპიდემიოლოგი დღეს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად