გამყრელიძე: მაქსიმალურად შევზღუდოთ საერთაშორისო მოგზაურობები! რისკი დიდია!

“იმის გამო, რომ ჩინეთს გარეთ არის 15 000 ადამიანის დასნებოვანების შემთხვევა, 80 000 არის ჩინეთში და 15 ათასი ჩინეთს გარეთ, პირველი ჩვენი რეკომენდაცია გახლავთ საქართველოს მოქალაქეებისადმი, მაქსიმალურად შევზღუდოთ საერთაშორისო მოგზაურობები, თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

“დასნებოვნების რისკი ბევრ ქვეყანაში გახლავთ. იტალიიდან, ირანიდან, ჩინეთიდან და კორეიდან ჩამოსულ მგზავრებს თვითიზოლაციას ვურჩევთ” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში, კორონავირუსის 9 შემთხვევა დადასტურად. აქედან, ბოლო ხუთი იტალიაში მოგზაურებს უკავშირდება.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის უკვე ჯამში 9 შემთხვევაა დადასტურებული.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე 29 თებერვალს, მეოთხე კი 5 მარტს დადასტურდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად