გამყრელიძე: ლუგარის ცენტრში გაგზავნილ 23 პაციენტის ნიმუშს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ დღევანდელი მდომარეობით, საკარანტინო ზონაში 150-მდე ადამიანი იმყოფება.

“კარანტინში დღევანდელი დღით დაკვირვების ქვეშ იმყოფება 150-მდე ადამიანი, როგორც მოგხსენებათ, ისინი განთავსებული არიან სხვადასხვა საკარანტინო სივრცეებში. ეს გახლავთ აბასთუმანი, საჩხერე, ტუბ-საავადმყოფოს ცენტრალური ბავშვთა განყოფილება, ვივამედი. ასევე იღებს საკარანტინოდ და შესაძლებელია გარკვეულად მონიტორინგი გორის სამხედრო ჰოსპიტალში და ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო. საავადმყოფოებში შესაძლო ნიშნებით, კლინიკური სიმპტომებით გახლავთ ინფექცურ საავადმყოფოში 29 პაციენტი მოთავსებული, 5 სეფსის ცენტრში და 7 ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოებში.

ასევე, დღეს დილიდან ლუგარის ცენტრში გამოსაკვლევად შესული იყო 23 ნიმუში და ყველა ეს ნიმუში გახლავთ უარყოფითი. ამჟამად, შესულია დამატებით 6 ნიმუში, რომელთა კვლევა მიმდინარეობს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად