გამყრელიძე: ლუგარის ცენტრი 2011 წელს გაიხსნა, მაგრამ ვერ ამუშავდა, რადგან წაართვეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს (ვიდეო)

“ლუგარის ცენტრის ამუშავება 2013 წლამდე ვერ მოხერხდა, 2011 წელს ის გაიხსნა, მაგრამ ვერ ამუშავდა, რადგან წაართვეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს” – ამის შესახებ დაავადებათ კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მაუწყებელთან ინტერვიუში ყვება. ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი დაავადებათ კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე ვრცელდება.

ლუგარის ცენტრის ამუშავება 2013 წლამდე ვერ მოხერხდა, რადგან 2011 წელს ის წაართვეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს. 2013 წლის გაზაფხულზე დავით სერგეენკომ, როცა მე დავინიშნე ამ ცენტრის დირექტორად, ერთ-ერთ პირველ ამოცანად ეს დამისახა. მახსოვს ორი დიდი ამოცანა დააყენეს ჩემს წინაშე, ეს იყო თამბაქოსთან ბრძოლის გაძლიერება ქვეყანაში, ეს იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალება და მეორე გახლდათ, რომ ლუგარის ცენტრის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი არის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის შემადგენელი, მისი ლაბორატორიული ნაწილი.

„ლუგარის ცენტრი არ არის მხოლოდ ერთი ლაბორატორია, ის არის ნაწილი ქვეყნის ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემისა, სადაც შედის 22 ლაბორატორია, სხვადასხვა მასშტაბისა და სხვადასხვა ზომის. 12 არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეშ და 10 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნაწილია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რეალური ისტორია როგორ შეიქმნა ეს ლაბორატორია – ჯერ კიდევ 80-იანი წლების შუა ნახევარში ორმა ცნობილმა სენატრომა ლუგარმა და ნანმა, როცა საბჭოთა კავშირში გარდაქმნის პერიოდი მიმდინარეობდა, მათ წამოაყენეს იდეა. ისინი ბევრს მუშაობდნენ განიარაღების საკითხებზე და წამოაყანეს იდეა, რომ მსოფლიო გათავისუფლებულიყო ნუკლიანური, ბიოლოგიური იარაღისგან. შემდეგ ამ ინიციატივამ მიიღო ლუგარის და ნანის ინიციატივის სახელწოდება, რომელიც კონგრესში ინიცირებული იქნა 90-იანი წლების დასაწყისში. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საშიშროებას წარმოადგენდა „უპატრონოდ მიტოვებული ნარჩენები“. ნუკლეარული, ბირთვული, ქიმიური და ასევე ბიოლოგიური პროდუქტები, რომელიც ტერორისტების ხელში შეიძლება გამხდარიყო იარაღი და ასეც მოხდა. 2001 წელს 9/11-ის შემდეგ დაიგზავნა ადამიანებთან წერილები კონკრეტული მისამართებით ერთ-ერთი ლაბორატორიიდან გაჟონილი ციმბირის წყლულის წერილები და რამდენიმე ადამიანი შეეწირა ამ დაავადებას. 2001 წლის შემდეგ ამერიკაში განსაკუთრებით გააქტიურდა ე.წ. საფრთხის შემცირების პროგრამა, რომელიც პენტაგონის ქვეშ მუშაობდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, 1997 წელს საქართველომ და აშშ-მ დიდი ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელსაც აწერია ერთის მხრივ, პრეზიდენტი შევარდნაძე და მეორე მხრივ, პრეზიდენტი კლინტონი, რომელმაც საფუძველი დაუდო ამ ტიპის პროგრამების განვითარებას მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილ საბჭოთა კავშირში და მათ შორის საქართველოშიც, რადგან ხელს აწერდა ორი პრეზიდენტი.

“ეს გახლავთ ქოლგა, საფუძველი ამ დიდი პროგრამის განვითარებისა. ეს ხელშეკრულება ეხებოდა სწორედ ბიოლოგიური, ქიმიური, ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობას მსოფლიოში. ეს ხელშეკრულება გახლავთ 1997 წლის ხელშეკრულება, რომელიც რატიფიცირებული იყო საქართველოს პარლამენტის და ამერიკის სენატის მიერ. ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა სწორედ იმ საკითხზე, რომ საქართველოში დაწყებულიყო საფრთხის შემცირების დიდი სააგენტო შეიქმნა, ნანის და ლუგარის ინიციატივის ფარგლებში ამერიკის თავდაცვის სამინისტროში, პენტაგონში. ამ სააგენტოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გახლდათ ძალიან საინტერესო ადამიანი და მერე საქართველოს დიდი მეგობარი ენდი ვებერი, რომელიც შემდეგ გახდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ობამას მთავრობაში.

ამ ადამიანის პირადი დამსახურება არის ძალიან დიდი, რომ შეიქმნა ქვეყანაში ეს ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემა და აშენდა ლუგარის ლაბორატორია. ეს ადამიანი იყო, არის და რჩება საქართველოს დიდი მეგობრად. მაშინ ის იყო ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პენტაგონის, მე მაშინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ თანამდებობაზე. ის პაატა იმნაძემ მოიყვანა ჩემთან იდეით, რომ საქართველოს შეეძლო ამ პროგრამის მიღება და საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებთან ერთად ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა შეიძლებოდა გამხდარიყო რეციპიენტი ამ პროგრამისა. მათ შორის რუსეთსაც შესთავაზეს მსგავსი მხარდაჭერა. მაშინ იმ დიდ მასშტაბებზე არ იყო საუბარი, რაზეც ეს პროგრამა განვითარდა, ამაში აშშ-ის ინვესტიცია 300-350 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში ფასდება და ეს არ არის  მარტო ინფრასტრუქტურა, ეს არის ადამიანური რესურსები, კვლევები და ა.შ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, 2013 წლის მაისში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლუგარის ცენტრი ისევ გადმოეცა დაავადებათა კონტროლის ცენტრს, როგორც მისი ლაბორატორიული ნაწილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად