გამყრელიძე: კოვიდ ინფიცირებულთან კონტაქტი დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში-ტესტის გასაკეთებლად სირბილი არაა საჭირო

“კორონა ვირუსით ინფიცირებულთა კონტაქტი დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში. არავითარი სირბილი და სიარული – გავიგო, ტესტი გავიკეთო საჭირო არაა”, – ამის შესახებ ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“თუ თვითიზოლაციის საშუალება არაა, მაშინ საკარანტინო სივრცეში. თუ ამის შემდეგ გეწყებათ სიმპტომები, მაშიმ ტესტის გაკეთებას აზრი აქვს”,  – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს დილის მონაცემებით,  ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 23 პაციენტი გარდაიცვალა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად