გამყრელიძე: კორონავირუსული ინფექციით, ან შესაძლო შემთხვევით გარდაცვლილი, დაიკრძალოს 72 საათამდე

ამის შესახებ დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ ვირუსული ინფექციით, ან შესაძლო შემთხვევით გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვის რეგულაციები არის პროტოკოლით გაწერილი, რომლის შესრულების რეკომენდაცია ეძლევათ გარდაცვლილის ახლობლებს.

“ქვეყანაში არსებობს ჩანთები, სადაც სპეცილაური დამუშვებით თავსდება გვამი. შემდეგ ეს ჩანთა ტრანსპორტირდება სამედიცინო დაწესებულების სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში და უკეთდება შესამისი, მისანიშნებელი ნიშანი. გვამის დროებით დაყოვნებისას ხდება ჩანთის გარე ზედაპირის სადეზინფექციო დამუშავება. გვამის დაყოვნებიდან 1 საათის განმავლობაშ ეცნობოს ახლებლებს და კარგად აეხსნას სარიტუალო პროცედურები. სასურველი და აუცილებელია, რომ  კორონავირუსული ინფექციით, ან შესაძლო შემთხვევით გარდაცვლილი, დაიკრძალოს 72 საათამდე და ამ დროს არ იყოს ტრადიციული პანაშვიდები და შესაბამისი სარიტუალო სუფრები ყველა ეს რეკომენდაცია დაწესებულების მიერ ეძლევა გარდაცვლილთა ახლობლებს”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად