გამყრელიძე კორონავირუსით დაინფიცირებულზე: ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია-მიმდინარეობს ეპიდკონტაქტების კვლევა

“ამ ადამიანთან ვაფიქსირებ რომ მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს კვლევები და მონიტორინგი”-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ადამიანი, რომელსაც კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაუდასტურდა, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა.

” გვიან ღამე დაფისქირდა მეორე შემთხვევა. მიმდინარეობს ინტენსიურად კონტაქტების ძიება. კორონავირუსით ინფიცირებული შემოსვლის შემდეგ იყო უსიმპოტომო. შემოსვლიდან მეორე დღეს დაეწყო სიმპტომები და რადგან მას ჰქონდა ინფორმაცია მიწოდებული საზღვარზე “თუ ეს სიმპტომები დაეწყება და ასე შემდეგ” მან, თავისი ნებით მიმართა ინფექციურს”-ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, ვირუსის წყარო იტალიაა, რადგან მოქალაქეს იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

” იყო იტალიის რეისი რომელიც ქუთაისში მოფრინავს. გუშინ მოთავსდა. გუშინვე ჩაუტარდა გამოკვლევა. გუშინ თავი შევიკავე განცხადებისგან, მინდოდა დილას კიდევ გადამემოწმებინა სხვა რეაგენტებით. როცა დავრწმუნდით რომ იყო მკაცრად დადებითი.

ამ ადამიანთან ვაფიქსირებს რომ მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს კვლევები და მონიტორინგი. მიმდინარეობს ეპიდკონტაქტების კვლევა, რომელიშიც ჩართულია ჩვენი და სხვა სამსახურები.”-ამბობს გამყრელიძე.

ცნობისთვის, საქართველოში კორონოვირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 26 თებერვალს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ქვეყანაში შემოვიდა.

მინისტრის თქმით, ის საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ ოთახებში 31 პაციენტი დაკვირვების ქვეშ იქმყოფება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად