გამყრელიძე: კორონავირუსის გამო, მოვერიდოთ მგზავრობას ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეაში, იტალიასა და კიდევ 38 ქვეყანაში

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის ჩვენი მოსახლეობისთვის, მოვერიდოდ მგზავრობას განსაკუთრებით დაზიანებულ ქვეყნებში. პირველ რიგში ეს გახლავთ:ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა და იტალია. კიდევ ჩამოთვლილია 38 ქვეყანა. თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში, სადაც ერთეული ფაქტებია,  იქ არ იკრძალება.

ზოგადად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციებით არ იკრძალება მოგზაურობა, მაგრამ სიფრხილით ვეკიდებით და უნდა განვახორციელოთ ის პრევენციული საშუალებები,რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად