გამყრელიძე: კორნავირუსის კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და ამ წუთისთვის უკვე 24 შემთხვევაა

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “ტვ პირველის” გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა.

“საქართველოში კლების ტენდენცია არ გვაქვს. მატებიც ტენდენცია გვაქვს და ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, რომ მატება გვექნება. გზაში დამაწიეს ინფორმაცია – 39 ნიმუში იყო ჩვენთან შემოტანილი და ჯერ კიდევ გრძელდება ნიმუშების შემოტანა. სამწუხაროდ, გვაქვს კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა, ამ წუთისთვის უკვე 24 შემთხვევაა. ამ 39 ნიმუშიდან დანარჩენი ყველა უარყოფითია, მაგრამ კვლევები სხვა ნიმუშებზეც მიმდინარეობს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები
იტვირთება...