გამყრელიძე: კარგი საქმის კეთებას სიჩუმე უყვარს, ვაკეთოთ ჩუმად და წესების დაცვით!

ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, სიკეთე ჩუმად და წესების დაცვით უნდა ვაკეთოთ, COVID-19-მა ოპზიცია და პოზიცია არ იცის.

“კარგი საქმის კეთებას სიჩუმე უყვარს ყოველთვის, ხო?! ყველამ კარგი საქმე ვაკეთოთ, ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში, მაგრამ გავაკეთოთ ეს ჩუმად და წესების დაცვით. ამ დროს პოლიტიკური საფუძველი არ უნდა იყოს. ყველა ერთნი ვართ ოპოზიციაც და ოპოზიციაც, კორონავურსმა არ ვიცი ვინ არის ოპოზიციაში, ვინ არის პოზიციაში. ვინ ვისი მამაა, ვის ვიცი შვილი, ყველას თანაბრად ეხება, ვიყოთ ყველა ერთნი.”-ამბობს ამირან გამყრელიძე.

ცნობისთვის, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა, სააკაშვილის ინიციატივით, ზუგდიდში, ათეულობით ადამიანი შეკრიბეს.

სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი.

ინიციაატივა ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა მიხედავად პოლიციელების ადგილზე ყოფნისა და მოწოდებისა, მოქალქეებს შორის დისტანცია არ იყო დაცული, რადგან ყველა ცდილობდა ზემოაღნიშნული ნივთები მიეღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად