გამყრელიძე: იტალიის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ აუცილებელია კომენდანტის საათი, ჩვენც სამხრეთელები ვართ

იტალიის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ აუცილებელია კომენდანტის საათი, ჩვენც სამხრეთელები ვართ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“იტალიის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ აუცილებელია კომენდანტის საათი. იტალიამ როდესაც რესტორნები და კაფე ბარები დაკეტეს, მთელმა ამ ნაკადმა გადაინაცვლა სახლებში. ჩვენც სამხრეთელები ვართ. ჩვენი ტრადიციები ხომ იცით, როდესაც შევიკრიბებით, მერე კარგა ხანს გრძელდება ხოლმე ეს შეკრებები. ამიტომ, ეს ერთ-ერთი შემაკავებელია. ამ შეზღდვაში მთავარი მობილობის შემცირებაა. აპრილში დღესასწაულის წინ მოწოდებებმა, ზოგჯერ ცოტა მკაცრმაც. ხანდახან ზედმეტიც ვთქვი, მაგრამ ალბათ ამან ითამაშა თავისი როლი, რომ ჩვენ დიდი შეკრებები არ გვქონია არც დღესასწაულებზე და არც შემდეგ კვირებში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად