გამყრელიძე: იტალიიდან, ირანიდან, ჩინეთიდან და კორეიდან ჩამოსულ მგზავრებს თვითიზოლაციას ვურჩევთ

” 14 დღე გავითავისოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა”-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“სიმპტომები გექნებათ თუ არ გექნებათ, არ აქვს მნიშვნელობა. თუ საზღვარზე ან მანამდე გაქვთ სიმპტომები, ეს არის სურდო, ხველა, სუნთქივს გაძნელება, ტემპერატურა, საზღვრიდან ხდება თერმოსკინინგი, ეს ადამიანები იყვნენ შესაბამის ინფექციურ საავადმყოფოში.

14 დღე გავითავისოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა. 14 დღე ვიყოთ თვითიზოლირებული”-ამბობს გამყრელიძე.

საქართველოში კორონავირუსის უკვე ცხრა შემთხვევაა დადასტურებული.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის უკვე ჯამში 9 შემთხვევაა დადასტურებული.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე 29 თებერვალს, მეოთხე კი 5 მარტს დადასტურდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად