გამყრელიძე: იტალიაში სიკვდილის მაჩვენებლი უკვე 5%-ზე მეტია, მან მთელი ევროპა დაასენიანა

კარგად ვიცნობ იტალიის ჯანდაცვის სისტემას, ძალიან ძლიერი ინსტიტუციები აქვს. ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტიტუცია ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია და ჩვენ პარტნიორები ვართ რაღაც პროგრამებში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ იტალია სიცოცხლის საშუალო მაჩვენებლით ევროპის სამეულში შედის, დღეს იმდენად დიდია ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლა, რომ სიკვდიალიანობა უკვე 5%-ზე ცოტა მეტია.

“იტალიას ნამდვილად გაექცა ხელიდან მდგომარეობა. რთულია ჩემთვის საუბარი, როცა ქვეყანაზე ვსაუბრობთ, მაგრამ იტალიამ დაასენიანა მთელი ევროპა. მაგალითად სლოვენიაში უკვე 30-მდე შემთხვევაა, რომელიც ჩვენზე ორჯერ პატარაა. ავსტრიაში მატულობს. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, როგორიც არის ნორვეგია, შვედეთი… იქაც სერიოზულია მდგომარეობა, რამდენიმე ათეული შემთხვევებია. ჯერჯერობით ფინეთს უჭირავს თავი კარგად. შემთხვევების უმრავლესობა ევროპაში იტალიიდან არის.

კარგად ვიცნობ იტალიის ჯანდაცვის სისტემას, კარგი თანამშრომლობა გვაქვს რამდენიმე ინსტიტუციასთან. ძალიან ძლიერი ინსტიტუციები აქვს. ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტიტუცია ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია და ჩვენ პარტნიორები ვართ რაღაც პროგრამებში, სადაც დიაგნოზი ისმევა კორონავირუსის ამბავში. იტალია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით თუ სწორად მახსოვს ევროპაში პირველ სამეულში შედის. ამის მიუხედავად, დღეს სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვს 5%-ზე ცოტა მეტი. ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემა ძალიან დაიტვირთა და ვერ აუდის. იქ იმ ზომებს, რომ საზღვარი აკონტროლო და ა. შ. აზრს კარგავს. მესამე და მეოთხე გადაცემაა, ასე ვთქვათ ჯაჭვია, იქ მთავარი დაწოლა მიდის ჯანდაცვის სისტემაზე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად