გამყრელიძე: ის ადამიანები, რომლებიც პაატას აკრიტიკებდნენ, იცით, რომ მისი დაჭერა უნდოდათ 2009 წელს?

ამის შესახებ დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირსან გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში სწრაფი ტესტების საჭიროებაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა

„დღეს რომ ტესტი არ არსებობდეს ქვეყანაში, მაშინ სხვა ამბავია. ყველას, ვისაც ტესტირება სჭირდებოდა, ყველას ჩუტარდა. ზეტესტირება გვაქვს ამ ეტაპზე, ვიდრე ტესტირების ნაკლებობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და განმარტა, რომ სწრაფი ტესტების მიღებაზე სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

გადაცემის წამყვანმა ამირან გამყრელიძეს კომპანიის შერჩევისას კომერციულ ინტერესზე დაუსვა შეკითხვა, რაზეც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა რიტორიკული კითხვა დასვა, ვინმეს ეჭვი ხომ არ ეპარება პაატა იმნაძის პროფესიონალიზმში.

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ვინმეს რომ ამ ტიპის ინტერესი ჰქონდეს ასეთ დროს, ის ასეთ პირობებში ვერ იმუშავებდა.

„ის ადამიანები, რომლებიც პაატას აკრიტიკებდნენ, იცით, რომ მისი დაჭერა უნდოდათ 2009 წელს?“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

„30 წელია, სხვადასხვა მთავრობის დროს ვიმუშავე ამ სფეროში და ბევრი ინფორმაცია მაქვს, არ მინდა პოლიტიკაში ჩარევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად