გამყრელიძე: იმედი მაქვს ძალიან მაგარი ექიმების ძალისხმევით მალე დავტოვებ კლინიკას

” ჯერ ჯერობით ჩემი მკურნალობის პროცესი არ დასრულებულა და ვაგრძელებ მკურნალობას თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში”-ამის შესახებ, სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ გამყრელიძე, სოციალურ ქსელში წერს.

” მეგობრებო, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მწერს რომ მე ხომ არ ვარ 8 გამოჯანმრთელებულში, გავრცელდა ინფორმაცია რომ გამომწერეს კლინიკიდან.

ძალიან დიდი მადლობა ესეთი გულშემატკივრობისთვის, ძალიან ვაფასებ თანადგომას ესეთ დროს❤️ ჯერ ჯერობით ჩემი მკურნალობის პროცესი არ დასრულებულა და ვაგრძელებ მკურნალობას თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში.

თავს ვგრძნობ ნორმალურად და იმედი მაქვს რომ ჩვენი ძალიან მაგარი ექიმების და სამედიცინო პერსონალის ძალისხმევით მალე დავტოვებ კლინიკას❤️ მანამდე ვულოცავ ყველა გამოჯანმრთელებულს სახლში დაბრუნებას და აქ მყოფებს ვუსურვებ სწრაფად გამოჯანმრთელებას”-წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.

ცნობისთვის, სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ გამყრელიძეს ახალი კორონა ვირუსი აღმოაჩნდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად