გამყრელიძე: გთხოვთ, ნუ მანიპულირებთ ამ მწვანე და წითელი ზონებით – ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს

“ძალიან გთხოვთ, ნუ მანიპულირებთ ამ მწვანე და წითელი ზონებით, რადგან ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს. საქართველოს ინფიცირებულთა აბსოლუტური რიცხვი დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი აქვს ევროპაში”, –
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვას, ინარჩუნებს თუ არა საქართველო მწვანე ქვეყნის სტატუსს.

“გავრცელების ყველაზე დიდი მაჩვენებელი გვაქვს აჭარის რეგიონში. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამ რეგიონზე მოდის ახალი შემთხვევების 65-70 პროცენტი. ამდენად, ამ რეგიონში გვაქვს შემთხვევები, სადაც ინფიცირების პირველწყაროზე ვერ გავდივართ.

როდესაც 9-10 სექტემბერს აჭარაში პირველი ნახტომისებური ზრდა გვქონდა, იმ დღეებში ყოველდღიურად 150-160 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდებოდა. დღეს ეს ტენდენცია ოდნავ შემცირებულია, გვაქვს 110-111 პროცენტიანი ყოველდღიური ზრდა და ეს მიმანიშნებელია, რომ ზრდის ტემპი ოდნავ შემცირდა. ამ შემზღუდავმა ღონისძიებებმა, რაც დაწესდა აჭარაში, უნდა იმოქმედოს იმაზე, რომ თანდათან ეპიდვითარების სტაბილიზაცია მოხდეს.
სამწუხაროდ, ერთი კვირის განმავლობაში გვაქვს გარდაცვალების შვიდი შემთხვევა. ყველა მათგანი მოგეხსენებათ, იყო მძიმე. აქედან ორი ჩვენი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი მძიმე ავადმყოფი იყო, დანარჩენები ასევე, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი კრიტიკული ავადმყოფები იყვნენ. რა თქმა უნდა, თითოეული სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ საქართველოში ინფიცირების საერთო მაჩვენებელთან შედარებით, გარდაცვლილთა პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 0.57 გვაქვს, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად