გამყრელიძე: გაუფრთხილებლობით შეიძლება მოვკლათ სხვა ადამიანი, არ დავაზიანოთ ერთმანეთი

” ძალიან გთხოვთ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ, და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის – სოციალური დისტანცირება”-ამის შესახებ, სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე, სოციალურ ქსელში წერს.

” ჩვენი როგორც საზოგადოების ვალდებულებაა ამ შემთხვევაში გავუფთხილდეთ ერთმანეთს, არ დავაზიანოთ ერთმანეთი. გაუფრთხილებლობით შეიძლება უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი და ეს ადამიანი შეიძლება ჩვენი ძალიან ახლობელიც აღმოჩნდეს (ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი). ძალიან გთხოვთ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ, და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის – სოციალური დისტანცირება. ეს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია უკლებლივ ყველასთვის მიუხედავად სატატუსისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა, აბსოლიტურად ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. მხოლოდ ესე შევძლებთ ამ გამოწვევის დაძლევას”-წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.

ცნობისთვის, სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ გამყრელიძეს ახალი კორონა ვირუსი აღმოაჩნდა, ის თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში გადის მკურნალობის კურს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად