გამყრელიძე: განსაკუთრებული არაფერი ხდება, ქვეყანაში “ბე” ტიპის გრიპის ვირუსი პრევალირებს

„გრიპთან დაკავშირებით განსაკუთრებული არაფერი ხდება. წინა კვირასთან შედარებით დამშვიდებისკენ მიდის, საავადმყოფოებში მოიკლო მიმართვიანობამ“- ამის შესახებ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძე „აიპრესთან“ განაცხადა.

“ჩვენი მონიტორინგის შედეგებით, წინა კვირასთან შედარებით, მიმართვიანობა დაახლოებით 30 ერთეულით არის შემცირებული. ასევე. შემცირებულია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. სიმშვიდისკენ მიდის გრიპთან დაკავშირებით სიტუაცია. ქვეყანაში ისევ “ბე” ტიპის გრიპის ვირუსი პრევალირებს(ჭარბობს). ანუ, უფრო მეტია ვიდრე “ა” ტიპის ვირუსი” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის დირექტორის თქმით, “გრიპი ყოველთვის მთლიანი გამოჯანმრთელებით მთავრდება. მაგრამ, შეიძლება იყოს გართულებები. ამიტომ, გრიპთან ხუმრობა არ არის საჭირო. განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. თუ ბავშვს 1 დღეზე მეტი მაღალი ტემპერატურა – 38.5-ზე მეტი აქვს, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და მისი დანიშნულების მიხედვით იმოქმედონ. ასევე, მოზრდილები, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს ფრთხილად უნდა იყვნენ”.

ამირან გამყრელიძის თქმით,  გასული კვირის მონაცემებით 100 000 ადამიანზე ვირუსის 172 შემთხვევა დაფიქსირდა, ახლა კი 44 შემთხვევით ნაკლებია.

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად