გამყრელიძე: ერთი კვირის განმავლობაში წითელას საწინააღმდეგო აცრა, დამატებით 22 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა

“თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელეთ მასობრივი ვაქცინაცია, მაშინ მალე შევაკავებთ წითელას ეპიდაფეთქებას ქვეყანაში.”,-ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრეილძემ განაცხადა.

“ქვეყანაში მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები წითელას ეპიდაფეთქების შეკავებისთვის.ამის ყველაზე საუკეთესო საშუალება გახლავთ მასობრივი ვაქცინაცია და ძალიან კარგია, რომ გუშინ საღამოს მონაცემებით, ერთი კვირის განმავლობაში 22 ათასი ადამიანი აიცრა დამატებით.

თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელეთ მასობრივი ვაქცინაცია, მაშინ მალე შევაკავებთ წითელას ეპიდაფეთქებას ქვეყანაში. ხაზს ვუსვამ, რომ კატეგორიულად არ შეიძლება ორსული ქალბატონების წითელას საწინააღმდეგო აცრა,“ – ამბობს გამყრელიძე ჟურნალისტბთან..

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...